Monday, July 26, 2010

პროექტის აღწერა



პროექტის სახელწოდება:წყლის დაბინძურება
პროექტის მოკლე აღწერა:მოსწავლეები გამოიკვლევენ და შეაფასებენ ხარაგაულის სასმელი წყლის მდგომარეობას და დასახავენ პრობლემის გადაჭრის შესაძლო გზებს.

პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები დაადგენენ დაბინძურების წყაროს და საჭირო ინფორმაციის მოძიებისთვის მიაკითხავენ სანიტარული დასუფთავების სამსახურს.დაგეგმავენ გასვლით ღონისძიებებს, მოაგროვებენ ფოტომასალას,დაამყარებენ კავშირს საზოგადოებასთან (მშობლები,სასკოლო შტატი, სახელმწიფო მოსამსახურენი, ორგანიზაციები), მოსწავლეები შეხვდებიან ხარაგაულის მოსახლეობას და ერთად დასახავენ პრობლემების გადაჭრის გზებს,თუ როგორ აიცილონ სასმელი წყლის დაბინძურება თავიდან,იმსჯელებენ რა სავალალო შედეგი შეიძლება მოუტანოს მოსახლეობას სასმელი წყლის დაბინძურებამ.მოსწავლეები დაასაბუთებენ წყლის არსებულ მდგომარეობაში ცვლილებების შეტანის აუცილებლობას.მოსწავლე ახერხებს წყლის ნიმუშების შეგროვებას.შეუძლიათ დაასახელონ წყლის გასუფთავების ხერხები.ჩამოთვლიან ხსნარების მაგალითებს და მსჯელობენ მათ მნიშვნელობაზე ბუნებასა და ადამიანის ცხოვრებაში

მოსწავლეები შეფასდებიან შეფასების რუბრიკით

მონაწილეთა ასაკი/კლასები:16-17 10 კლასი

ვადები/ხანგრძლივობა: 1 თვე ოქტომბერი

პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:ინფორმაციის შეგროვება,დამუშავება დახარისხება,ანალიზის,კომუნიკაციის,ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის უნარ-ჩვევის განვითარება.ნამუშევრების განთავსება ინტერნეტში,ინტერვიუს აღება,პლაკატების დამზადება.
მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:მოსწავლე ქმნის ვებ გვერდს , სადაც განათავსებს ინფორმაციას ბუნებრივი წყლის დაბინძურების შესახებ.გადაიღებს ვიდეო და ფოტო მასალებს.მოყავს არგუმენტები რომლითაც ასაბუთებს,რომ მის მიერ წარმოდგენილი პროექტი არსებულ მდგომარეობას გააუმჯობესებს;
სამუშაო ენა:ქართული
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ამ პროექტზე მუშაობით მოსწავლეები შეძლებენ საგანთა შორის კავშირების დამყარებას(მაგ:გეოგრაფია ,გარემოსმცოდნეობა,ქიმია,სამოქალაქო განათლება).სხვადასხვა დისციპლინაში შეძენილი ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებას კონკრეტული ამოცანის გადასაწყვეტად.

მონაწილეები სხვა სკოლიდან: 2 მოსწავლე
პროექტის ფასილიტატორის სახელი:ნათია ჩხიკვაძე
პროექტის ფასილიტატორის ელ-ფოსტა: natinati1981@gmail.com

1 comment:

  1. ძალიან მაგარია მომეწონა, მაგარი ხარ ....

    ReplyDelete